Wednesday, November 19, 2014

მე-9 დღე

პროექტის პორტფოლიო



21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და, საერთოდ, პროექტგაკვეთილები დამეხმარება სასწავლო პროცესის  უკეთ წარმართვაში.
 ბოლო დღეს განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები, მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის პროგრამით, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო მეტი დრო დათმობოდა, რადგან ხანმოკლე დროში ამდენი ინფორმაციის ათვისება რთულია.
  სასურველია მრავალი ესეთი ტრენინგი, რადგან ეს ხელს უწყობს ჩვენს პროფესიულ წინსვლას.

Sunday, November 16, 2014

მე-8 დღე

გავეცანით ფასილიტაციის მასალებს, გავიაზრეთ თუ როგორ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს, რომ ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება შეძლონ. შევქმენით საქაღალდეები, რაც გამიადვილებს შემდგომში მუშაობის პროცესს.

Saturday, November 15, 2014

მე-7 დღე

გავიხსენეთ გარდნერის განვითარების თეორია, ბლუმის ტაქსონომია, გავეცანით ახალ ცხრილს და მის გამოყენებას სასწავლო მიზნებისათვის. ასევე ბლოგის ფონის შეცვლა, გვერდების ჩამატება. მართალია, ცოტა დამღლელი , მაგრამ ძალიან საინტერესო გახლდათ.

მე- 6 დღე

გავიხსენეთ და გავეცანით ახალ შეფასების რუბრიკებს, მათ უკეთ გამოყენებას სასწავლო პროცესში
მე-5 დღე
მოცემული მოდული დამეხმარა სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.

Sunday, November 2, 2014

დღე-4

ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღე. ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ პროექტის პრეზენტაცია. კმაყოფილი ვართ ამ ტრენინგების.